Wednesday, November 1, 2017

პრაქტიკული სემინარი კომერციულ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით



26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა სტუ-ს ყოფილი სტუდენტის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) და ამჟამად ავსტრიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ივერი (ივა) ჯანეზაშვილის პრაქტიკული სემინარი.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


პრაქტიკულ სემინარზე განხილული იყო ფოტოგრაფიასთან და განსაკუთრებით, კომერციულ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ სემინარი აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შეეძლოთ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ფოტოპროექტებისა და კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული ივა ჯანეზაშვილი მსოფლიოს მხატვრული ფოტოხელოვნების ფედერაციის წევრი და ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის მიერ აღიარებული პროფესიონალი ფოტოგრაფია. ის წლების განმავლობაში ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ფოტოგრაფია, მათ შორის მსოფლიოს სხეულის მოხატვის ფესტივალისა და სპორტული ჩემპიონატის ორგანიზატორი კომპანიის ოფიციალური ფოტოგრაფი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორიის მანძილზე ივა ჯანეზაშვილი პირველი ქართველი ფოტოხელოვანია, რომელიც საერთაშორისო ფოტო ფესტივალზე საპატიო ჟიურის წევრად იყო მიწვეული.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment