Tuesday, April 16, 2019

€300 მილიონი ნოტრ-დამის აღსადგენად. როგორ აგროვებენ ფულს ფრანგები ტაძრისთვის

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები, სავარაუდოდ, განადგურდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. 
ამ განცხადებიდან მალევე, ფრანგმა მეცენატებმა ნოტრ-დამის აღსადგენად ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შესთავაზეს, პარიზის მმართველებმა კი თანხის შესაგროვებლად კონფერენციის გამართვა გადაწყვიტეს. 
ტაძრის აღსადგენად თანხის გამოყოფაზე პირველი განცხადება 56 წლის ფრანსუა-ანრი პინომ გააკეთა, რომელიც გლობალური ელიტარული სავაჭრო სახლის Kering-ის ხელმძღვანელი და ჯგუფ Artémi-ის პრეზიდენტია. Forbes-ის ცნობით, პინოს ოჯახის ქონება 15.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ფრანსუა პინომ ნოტრ-დამის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო.
პინოს შემდეგ თანხის გაღებაზე განცხადება ბერნარ არნომ გააკეთა, რომელიც სიმდიდრით Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. მან ტაძრის აღდგენისთვის 200 მილიონი ევრო გამოყო. არნო ფლობს ისეთ მოდურ ბრენდებს, როგორებიც არის Christian Dior, Louis Vuitton და Celine. არნოს ქონება 41.5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
საფრანგეთის ადგილობრივმა, რეგიონულმა ხელისუფლებებმა ნოტრ-დამის აღსადგენად 60 მილიონი ევრო გამოყო. პარიზის მერმა ან იდალგომ თქვა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ტაძრის რესტავრაციისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. კიდევ 10 მილიონი ევროს გამოყოფს ილ-დე-ფრანსის რეგიონი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის თანხის შეგროვება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, ნახევარი დღის განმავლობაში კი უკვე 300 მილიონი ევრო შეგროვდა. ნოტრ-დამისთვის გრანტის გამოყოფაზე განცხადება გააკეთეს ევროკომისიამ, იუნესკომ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment