Friday, April 19, 2019

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ვარკეთილში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა, უწყებაში ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს. 
სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამატებით დეტალებს შსს მოგვიანებით გაავრცელებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment