Thursday, April 18, 2019

ზელენსკიმ პუტინს მტერი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის პრეზიდენტს მტრად მიიჩნევს. ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა პუტინი უკრაინის მტერი, ზელენსკი მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „რა თქმა უნდა“. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ღიად განაცხადა, რომ დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია და გამარჯვების შემთხვევაში არც დონბასელ სეპარატისტთა ამნისტირებას აპირებს.
ზელენსკის თქმით, ის არც პოროშენკოს გუნდის წევრების მიმართ იქნება ლოიალური და ყველანაირად შეეცდება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისინი გაასამართლოს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment