Monday, April 22, 2019

ნასვამი ბრიტანელი შეცდომით ტაქსით სხვა საგრაფოში ჩავიდა

ლონდონში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალმა სახლამდე ტაქსი გამოიძახა, მაგრამ მისამართის შეცვლა დაავიწყდა და სხვა საგრაფოში გაემგზავრა. The Sun-ის ინფორმაციით, როდესაც ქალმა შეცდომა გაიაზრა, მას უკვე 321 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.
25 წლის ჰელენ დრაიდენმა ლონდონიდან 43 კილომეტრში მდებარე ქალაქ გილფორდამდე ბოლო მატარებელს ვერ მიუსწრო და ტაქსის გამოძახება გადაწყვიტა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო მას მანქანაში ჩაეძინა და დაავიწყდა, რომ აპლიკაციაში საცხოვრებელ მისამართად ლონდონიდან 454 კილომეტრში მდებარე ნიუკასლი (თაინ-ენდ-უირის საგრაფო) ჰქონდა მითითებული, სადაც მისი უნივერსიტეტი მდებარეობდა.
დრაიდენი საკუთარ შეცდომას მაშინ მიხვდა, როდესაც მძღოლმა დააზუსტა, დარწმუნებული იყო თუ არა ის, რომ ნამდვილად ნიუკასლში წასვლა სურდა. მას შემდეგ რაც ქალმა ტაქსის მძღოლს სიტუაცია აუხსნა, ის ნიუკასლამდე 120 კილომეტრში მობრუნდა და ჰელენ დრაიდენი გილფორდში წაიყვანა.
მგზავრობის საფასურმა 275 გირვანქა შეაგდინა. ჰელენს საკრედიტო ბარათზე საკმარისი თანხა არ აქვს და უცნობია, როგორ შეძლებენ კომპანია Uber-ის წარმომადგენლები შექმნილი სიტუაციის გადაჭრას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment