Wednesday, April 17, 2019

კალიფორნიაში ბავშვებმა თავის ზრდასრულ ადამიანად გასაღება გადაწყვიტეს

Twitter-ის მომხმარებელმა Roysenotes-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ორი ბავშვის შესახებ წერს. ბავშვებს თავიანთი თავის უფროს ადამიანად "გასაღება" სურდათ, რისთვისაც ერთ ძალიან კარგად დაცდილ ხერხს მიმართეს.ერთი ბავშვი მეორე ბავშვის მხრებზე იყო შემომჯდარი, ორივეს ერთად კი გრძელი სამოსი ეცვათ. ბავშვების საიდუმლო იმან გასცა, რომ ისინი იცინოდნენ, ზედა ბავშვს ქურთუკიდან ფეხები გარეთ უჩანდა და თან განა ვინ დადის ქუჩაში უზარმაზარი ჯოხით? ჯოხს ბავშვები წონასწორობის შესანარჩუნებლად იყენებდნენ. 
პოსტს Twitter-ზე სახალისო კომენტარები მოჰყვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment