Tuesday, April 16, 2019

როგორ გამოიყურება ნოტრ-დამი ხანძრის შემდეგ. ფოტოები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრს 9 საათზე მეტხანს აქრობდნენ. სააგენტო Reuters-მა ნახანძრალი ნოტრ-დამის ფოტოები გამოაქვეყნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.
ამასთან, ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები სავარაუდოდ განადგურდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება. ამასთან, ფრანგი მილიარდერი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.
imedinews.ge



No comments:

Post a Comment