Monday, April 22, 2019

რა ვითარებაა დღეს პანკისის ხეობაში

დღეს პანკისის ხეობაში სიმშვიდეა. ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რაც შეეხება გუშინდელი დაპირისპირების მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ხეობაში სხვადასხვა მოსაზრებაა, მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ არავინ უნდა დააკავონ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


პანკისის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო. იქ, სადაც პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაცვის პოლიციის ორმოცდაათამდე თანამშრომელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დარჩა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ დამწვარ მანქანასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებდნენ და შესაბამისი მოწყობილობებით ნივთმტკიცებებს აგროვებდნენ.
გუშინვე ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელ ბირკიანში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ მოსახლეობასთან ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე არასაკმარისი კომუნიკაცია ჰქონდათ. მისი შეფასებით, პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით შესაძლებელია.
ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. ნაწილი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, კლინიკებში 16 ადამიანი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment