Thursday, April 18, 2019

ქრონიკის“ ინფორმაციით ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას დატოვებს

ქრონიკის" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს. "ქრონიკამ" მინისტრს ამის შესახებ ჰკითხა, თუმცა ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია. 
„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - აღნიშნა ქობულიამ.
"ქრონიკის" ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment