Saturday, April 20, 2019

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, აღარ იქნება სკვერი, ასევე შევიწროვდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვეღარ შეძლებენ. 
ადგილობრივებმა კახა კალაძეს მიმართეს თხოვნით, რათა დედაქალაქის მერიამ დროულად მოახდინოს საკითხზე რეაგირება. 
მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შემთხვევაში ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment