Tuesday, April 23, 2019

ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზას შექმნის

ევროპარლამენტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიომეტრიული მონაცემთა ბაზის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BusinessInsider-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამოცემის ცნობით, ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანს ტერორისტებისა და არალეგალი მიგრანტების იდენტიფიცირების გამარტივება წარმოადგენს.
ახალი ბაზა ევროკავშირის აქამდე არსებულ ყველა მონაცემთა სისტემას გააერთიანებს. მასში ევროკავშირის 350 მილიონი მოქალაქისა და არამოქალაქის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მათ შორის პასპორტის ნომერი და დაბადების თარიღი შევა. 
სიახლე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოფიციალურ წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს თითის ანაბეჭდი და სხვა ბიომეტრიული ინფორმაცია ბაზებში ერთმანეთს შეადარონ და ნახონ, არის თუ არა კონკრეტული პირი სხვადასხვა ბაზაში განსხვავებული იდენტობით დარეგისტრირებული. 
ევროპარლამენტის განცხადებით, ახალი ბაზა ადამიანთა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ერთი ადგილიდან მოპოვების საშუალებას იძლევა, რაც აღნიშნულ პროცესს ამარტივებს. 
მსგავსი საერთო მონაცემთა ბაზები აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ინდოეთს აქვს. ამ ბაზებში მათ ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემებია შესული. 
imediews.ge

No comments:

Post a Comment