Wednesday, April 17, 2019

კვლევა: მწვადი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის

თუნდაც მცირე რაოდენობით წითელი და დამუშავებული ხორცი, როგორიც არის ბეკონი, ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ორგანიზაციამ ჩაატარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კვლევით დადგინდა, რომ წითელი ხორცის მირთმევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მკვლევრებმა ნახევარ მილიონამდე ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. 6-წლიანი კვლევის განმავლობაში მათ აღმოაჩინეს 2,609 ადამიანი, რომელსაც ნაწლავის კიბო განუვითარდა. კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
1. დღის განმავლობაში სამი ნაჭერი ბეკონის მიღება ნაწლავური კიბოს რისკს 20%-ით ზრდის. 
2. ყოველი 10 000 ადამიანიდან, ვინც დღიურად 21 გრამ წითელ და დამუშავებულ ხორცს ჭამს, 40 ადამიანს ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
3. ყოველი 10 000 ადამიანიდან, ვინც დღიურად 76 გრამ დამუშავებულ ხორცს მიირთმევს, კიბოს დიაგნოზი 48 ადამიანს დაუსვეს.
ეროვნული ჯანდაცვის სერვისის სახელმძღვანელო ინსტრუქციის თანახმად, წითელი ხორცი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, რადგან შეიცავს პროტეინებსა და რკინას, რამაც კიბოს წარმოქმნის რისკი უნდა დააბალნსოს. მაშინ რატომ იწვევს ასეთი ხორცი სიმსივნეს? ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები ამბობენ, რომ მიზეზი ხორცის დამუშავების მეთოდებია. კერძოდ, ბეკონი, სოსისი, ძეხვეულობა გემოს შეცვლის მიზნით სპეციალურად მუშავდა - იბოლება, მარილი და კონსერვანტები ემატება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასე დამუშავების შემდეგ მიღებული პროდუქტი ზრდის კიბოს რისკს. მათი თქმით, მაღალ ტემპერატურაზე შემწვარი ხორციც, მაგალითად მწვადი, ასევე შეიძლება გახდეს კიბოს გამომწვევი, რადგან დიდი რაოდენობით კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს.
თუმცა მეცნიერები დღემდე ცდილობენ ზუსტი კავშირი იპოვონ წითელი ხორცის მოხმარებასა და კიბოს განვითარებას შორის.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment