Wednesday, April 17, 2019

ქართულ ვენახს კვიპროსში გააშენებენ

კვიპროსში ქართულ ვენახს გააშენებენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია. ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუება. ასე რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და პრიორიტეტულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსის დელეგაცია, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment