Friday, April 19, 2019

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში კანონით დაისჯება

ქუჩაში ქალების სექსუალური შევიწროება არგენტინაში სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს. კანონს მხარი პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კანონის დარღვევას შესაძლოა ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან პატიმრობა მოყვეს. კანონით იკრძალება სექსუალური ხასიათის კომენტარები, ნებართვის გარეშე ვიდეოს გადაღება, ზედმეტი ფიზიკური კონტაქტი, უხამსი ჟესტები და ადევნება. შევიწროებისგან დაზარალებული ქალებისთვის სპეციალური „ცხელი ხაზი“ შეიქმნება.
ლათინოამერიკული საზოგადოებრივი მოძრაობა MuMaLa-ს მონაცემებით, ქალების თითქმის 100 პროცენტი ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი გამხდარა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment