Monday, April 22, 2019

ბათუმში ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს და ისევ აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს

ბათუმის მერის კაბინეტთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი გრძელდება. ისინი ისევ მოითხოვენ მერიის აიპებში დასაქმებულთა სიების გაცემა. ჯელალ ქიქავას თქმით, ამ სამსახურებში დასაქმებული არიან საკრებულოს დეპუტატების ნათესავები, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


"დეპუტატ პატარიძის, იგივე "ტერენტიჩის" მამა ბოლო ერთი წელია მაღალ თანამდებობას იკავებს ბათუმის წყალში. აიპებში არის ნეპოტიზმი, სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან სიებს. საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეს, გადავეცითო, სიცრუეა, მხოლოდ ავტოტრასპორტიდან მოვიდა სია, ისიც თანამდებობრივი. სანამ სიებს არ მოგვცემენ, აქ ვიქნებით და მერს კაბინეტში არ შევუშვებთ", - განაცხადა ჯელალ ქიქავამ. მერის კაბინეტთან დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან. 
ბრალდებებს პასუხობს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი პატარიძე.
"საამაყო მამა მყავს, ის დიახ მუშაობს ბათუმის წყალში. ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელია. 8 თვეა რაც სანიაღვრე განყოფილებაშია დასაქმებული. აიპებშიოპოზიციის ახლობლები და მათი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. ჩვენ მათზე დევნა არ დაგვიწყია. ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ყველა იქ თავისი დამსახურებით არის, მათ შორის მამაჩემიც. ბრიფინგი ვინც ჩაატარა ეს ადამიანი შეურაცხადია, ის აჭარის სირცხვილია", - განაცხადა ირაკლი პატარიძემ.
12 აპრილს ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ორჯერ მოხდა, ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment