Monday, April 22, 2019

ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი 10 ბავშვის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ზუგდიდიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი ათი ბავშვი ამ დრომდე მკურნალობს. ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სანამ ვითარება არ დასტაბილურდება, საავადმყოფოდან მათ არ გაწერენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ამ დრომდე არ არის დაზუსტებული, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბავშვების თანმხლები პირი სოსისით მოწამვლას ასახელებს. მოზარდთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოწამლული ბავშვების დედის, იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, გამორიცხული არ არის, ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს. ადვოკატის თქმით, იულიას მეუღლე უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც კონკურენტ კომპანიასთან კონფლიქტის შემდეგ რუსეთში გადავიდა.
საზღვრის შესახებ კანონის დარღვევის გამო დეპორტაციის შემდეგ, ქალი ოჯახთან ერთად დროებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა დარჩენას. ზურაბ თოდუას განმარტებით, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ათივე ბავშვის მშობლები იულია და იური სუსლიაკები არიან. იური სუსლიაკი თანახმაა ჩაიტაროს დნმ-ის ანალიზი, რათა დაადასტუროს, რომ ბავშვების ბიოლოგიური მამაა.
ადვოკატის განცხადებით, ერთ წელს დაბადებული 4 ბავშვიდან 2 ტყუპია, რომელთაგანაც ერთი სუროგატმა დედამ გააჩინა, მეორე ტყუპი - თვითონ იულია სუსლიაკმა. რაც შეეხება მეზობლების ინფორმაციას, თითქოს მათ ერთ-ერთმა ბავშვმა უთხრა, რომ იულია დედამისი არ არის და მათზე ძალადობს, ადვოკატის თქმით, ეს სიმართლე არ არის. უფლებადამცველს მოზარდებთან ჯერ არ უსაუბრია.
2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.
საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასათვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნება, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი აცხადებს, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არაა. 
შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment