Friday, April 19, 2019

სამხრეთ აფრიკაში ეკლესიის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ეკლესიაში შენობის ნაწილის ჩამონგრევისას. უბედური შემთხვევა სააღდგომო მსახურებისას მოხდა. ამის შესახებ BBC წერს
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა განმარტეს, რომ 29 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
პოლიციის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ძლიერი წვიმაა, რომელმაც შენობა დააზიანა.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment