Saturday, April 20, 2019

დაობლებული ბელები თბილისის ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან

იცოდით, რომ თბილისის ზოოპარკში დაობლებული ბელები გადიან რეაბილიტაციას?

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


“რეაბილიტაცია ხანგრძლივი, ურთულესი პროცესია. წარმოიდგინეთ: დედებს მოწყვეტილი ბელები მათთვის უცხო გარემოში ხვდებიან. სათამაშოებად ქცეულები საჭირო უნარებს ვერ იძენენ, ისტრესებიან და ნერვული, სტერეოტიპული ქცევები უყალიბდებათ. ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემები უფრო მწვავდება. ბელები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ გარემოში იზრდებიან და ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებენ ოდესღაც დაკარგულ დათვურ ქცევებს”, - აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ფეისბუკგვერდზე.
ამჟამად თბილისის ზოოპარკში 5 ბელი გადის რეაბილიტაციას. თუ გსურთ, დაეხმაროთ, დაობლებულ დავთის ბელებს - ბარნის, მუნოს, გარინჩას, კოპალასა და ჩოფიკას, გადარიცხეთ თქვენთვის სასურველი ოდენობის თანხა ბელების რეაბილიტაციის ფონდში.
ghn.ge

No comments:

Post a Comment