Wednesday, April 24, 2019

საქართველოში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ივიცა დაჩიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვიზიტის ფარგლებში სერბი კოლეგა შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის.

No comments:

Post a Comment