Friday, April 19, 2019

ცნობილია ვისი თეორია დაეხმარა BTS-ს წარმატებაში

თითქმის 30 წლი წინ, ილინოისში, ქალაქ ევანსტონის იუნგის ინსტიტუტის აუდიტორიაში პროფესორმა მურეიმ რამდენიმე ლექცია ჩაატარა, რამაც პოპ კულტურის ისტორიაზე ზეგავლენა მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლექციის თემა კარლ იუნგი იყო, რომელიც ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებებლ მამად არის ცნობილი. მან შეიმუშავა და განავითარა კონტაქტური და ჩაკეტილი ადამიანის კონცეფცია, ასევე ახსნა რა ძალა აქვს ქვეცნობიერს. 
პროფესორმა მურეი შტეინმა იუნგის თეორიები შეისწავლა, რომელიც 18 სხვადასხვა ნაშრომში იყო მიმოფანტული. 
მოგვიანებით მისი კურსი წიგნად (Jung's Map Of The Soul) გამოიცა, რომელიც ახლა ერთ-ერთ საუკეთესოდ არის აღიარებული ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში. წიგნი მოგვიანებით რამდენიმე ენაზე ითარგმნა. 
პროფესორ შტეინის გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ სამხრეთკორეული პოპ-ჯგუფის BTS-ის უახლეს ალბომზე ზეგავლენა შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტის ეგომ და პერსონამ მოახდინა, რაც მუსიკალურ შემოქმედებაშიც აისახა.
BTS-ის სიმღერის ტექსტები შვეიცარიელ ფსიქიატრ და ფსიქოთერაპევტ იუნგის ეგოსა და კოლექტიურ ქვეცნობიერს ემყარება, რომლის მთავარი იდეაც პერსონაა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment