Friday, April 19, 2019

კაპელო:„მაქვს ზუსტი ინფორმაცია, „რეალი“ 4 ფეხბურთელს 500 მილიონად იმატებს“

ფაბიო კაპელომ მადრიდის „რეალის“ ტრანსფერებზე ისაუბრა...

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ ზაფხულში 500 მილიონ ევროს დახარჯავს.“

„გადაწყვეტილია, რომ მადრიდელი გახდება ედენ აზარი, ასევე თითქმის დასრულებულია პოგბას ტრანსფერის საკითხი. მართალია „მანჩესტერს“ მისი გაშვება არ სურს, მაგრამ ფრანგ ფეხბურთელს ამ საკითხზე მკაფიო აზრი აქვს.“

კიდევ ერთი სუპერ-ტრანსფერი კრისტიან ერიკსენის იქნება, რომელმაც „ტოტენჰემს“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო უარი უთხრა.

„გარდა ამისა სამეფო კლუბი იმუშავებს ჟოაო ფელიშის, ან ტიმო ვერნერის ტრანსფერზე.“
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment