დღეს ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო, არჩევნები ჩაშლის პირას იყო. ალბანეთი ისევ რჩება ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანად, სადაც ნარკობიზნესი ჰყვავის.
ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლიუზიმა ბაში და მისი მხარდამჭერები, ბოლო ოთხი თვის მანძილზე ქვეყნის პარლამენტთან აქციებს აწყობდნენ და მმართველ სოციალისტურ პარტიას და პრემიერს ედი რამის ქვეყანაში არსებული პრობლემების, მათ შორის ნარკობიზნესის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. ოპოზიციის ვარაუდით, მმართველ გუნდს, ასევე სურდა მომავალი არჩევნების გაყალბება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების განეიტრალება ევროკომისიის და აშშ-ის აქტიური ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მათ ოპოზიციას მისცეს გარანტია, რომ ისინი ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებოდნენ.
ალბანეთში მრავალპარტიული არჩევნები უკვე მეათედ ტარდება, მას შემდეგ რაც, 1991 წელს ენვერ ხოჯის რეჟიმი დაემხო. ეს იქნება ქვეყნისთვის პირველი არჩევნები, მას შემდეგ რაც ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
დღეს, 3 400 000 ალბანელმა 140 დეპუტატი უნდა აირჩიოს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, პარტიებმა 3%, ხოლო კოალიციებმა 5% ბარიერი უნდა გადალახონ. ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment