პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გამოიკითხა
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ომის მონაწილე ზაზა ქვარაია ადასტურებს, რომ ის ქალაქის პროკურატურამ ქორეპისკოპოსი იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხა. მისი თქმით, კითხვები სამხედრო მაღალჩინოსანს მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჯერ სამხედრო პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში დაუსვეს. გამოძიება სამხედრო მოსამსახურით ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, არჩილ გამზარდიას დაკითხვის შემდეგ დაინტერესდა.
სამხედრო მაღალჩინოსნის სატელეფონო ინტერვიუს “კურიერი” ავრცელებს. ქვარაია არ უარყოფს, რომ მეუფე იაკობის სანახავად ბოდბისხევში მართლაც იყო ჩასული და მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. სასულიერო პირისთვის იმ პრობლემების მოგვარება უნდა ეთხოვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შეექმნა, რადგან მეუფე იაკობი ერისკაცობაში სამხედრო მოსამსახურე იყო.
მეუფე იაკობთან დაკავშირებული ისტორიის გამო, ზაზა ქვარაია თავდაცვის სამინისტროდან დროებით გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, როგორც ამჟამად თავად ქვარაია გვიყვება, ის სამსახურში უკვე აღადგინეს.
ქვარაიას დაკითხვას ადასტურებს მთავარი პროკურატურაც. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე გამოიკითხა ყველა ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან შესაძლო კავშირი ჰქონდა, თუმცა მასალების არარსებობის გამო, ძიება არ დაწყებულა.

akhalitaoba.ge
No comments:
Post a Comment