Saturday, June 24, 2017

ბათუმში ბაირამის დღესასწაული ქვაფენილზე ლოცვით აღნიშნეს

რამადან ბაირამს ზეიმობენ აჭარაშიც. ბათუმში პირველად სადღესასწაულო ლოცვა ორ ადგილას შესრულდა. მრევლი ორთა ჯამესა და ახალ სალოცავში შეიკრიბა.
ხალხმრავლობა იყო ახალ მეჩეთში, სადაც მრევლმა ქალაქის მერიის აკრძალვის მიუხედავად, ხის კონსტრუქცია საკუთარი ხარჯებით ააშენა. ისინი ახალი მეჩეთის აშენების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.
ადგილობრივი მთავრობის წევრები, ტრადიციულად ძველ მეჩეთში (ორთა ჯამეში) მივიდნენ და შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს.
ბათუმის ორთა ჯამემ მორწმუნეები ამჯერადაც ვერ დაიტია. მუსლიმებმა მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე ხალიჩები გაფინეს და ლოცვა ღია ცის ქვეშ შეასრულეს. აშენდება თუ არა ქალაქში ახალი მეჩეთი, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. საქართველოს მუფთი კი იმედოვნებს, რომ ქვაფენილზე ლოცვას ბოლო მოეღება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment