ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში პოლიციამ საეჭვო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველების თქმით, ავტომობილის მძღოლი ძალოვნების მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა პოლიციის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც მისმა მძღოლმა, მაღალი სიჩქარით სამართალდამცველებისკენ აიღო გეზი.
ძალოვნები ეჭვობენ, რომ მამაკაცის მიზანი პოლიციელებზე თავდასხმა იყო. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment