ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი ლინკოლნ მიტჩელი "აიპრესთან" ინტერვიუში რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ყველასთვის ნათელია სიტუაცია და ყველა ხედავს, რომ რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს ქართული მხარის პროვოცირებას.
საპასუხოდ, საქართველომ, თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და მათთან მუშაობა უნდა გააგრძელოს, ვინაიდან, იქ მცხოვრებ ხალხთან კონტაქტი ყოველდღიურად, პერმანენტულად იკარგება.
- მცოცავი ოკუპაცია ჩვენთვის ის საკითხია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. რუსეთი ყოველ დღე ცდილობს, გადმოიწიოს საზღვარი საქართველოს ტერიტორიებისკენ. ხშირად გვესმის შეშფოთებები მთელი მსოფლიოდან, მაგრამ ფაქტია ისიც, შეშფოთებები რუსულ ოკუპაციას ვერ აჩერებს. თქვენი აზრით, რეალურად, რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან?
- ცხადია, შეშფოთება ამას ვერ შეაჩერებს, თუმცა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს ის, რომ შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში იცვლება.
დავუშვათ, პუტინი ხვალ რომ საქართველოში შემოიჭრას, ცხადია, ამერიკა მას ვერ შეაჩერებს. მაგრამ ეს ისედაც ყოველთვის ასე იყო. ჩვენ ეს სიტუაცია ვნახეთ ყირიმის შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში, სადაც რუსეთის შემოჭრას საპასუხოდ დასავლეთისგან სანქციები მოჰყვა. აღსანიშნია, რომ მათ ამაზე მეტის გაკეთება შეეძლოთ. თუმცა, არ მჯერა, რომ ამ ეტაპზე რუსეთს თავში აზრად მოუვიდეს შემოჭრა, ვინაიდან ეს რომ ნდომოდა, გააკეთებდა. ამით რეალურად ისინი არაფერს მიიღებენ. იმის გამო, რაც მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩაიდინეს, საქართველოში არასტაბილური სიტუაცია შექმნეს. ეს სჭირდებოდათ. საქართველო არც NATO-ში გაწევრიანების დღის წესრიგში არაა, რასაც მოსკოვი მშვენივრად აცნობიერებს. ასე რომ არ იყოს, რაღაცები სხვაგვარად იქნებოდა.
რუსეთი ამ ეტაპზე აგრძელებს პროვოცირებას, რაც გამოიხატება სროლებით, გატაცებებით, საზღვრების გადმოწევით და ა.შ. ესაა მათი სტრატეგია. ისინი გააგრძელებენ ამ სტრატეგიის მიხედვით მოქმედებას. ეს კი საქართველოს არაფერს არგებს და მას რთულ სიტუაციაში აყენებს. პრობლემა კვლავ არსებობს, რაც ისედაც ყველამ იცის, თუმცა ეს ყველაზე მთავარი პრობლემა არაა. ამასობაში კი, ყოველდღიურად, ეს რეგიონები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებთან უფროდაუფრო კარგავს კონტაქტს, ადამიანები, რომლებსაც ახსოვს, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილი იყო, იხოცება, დრო გადის. ასე რომ, საქართველო მართლაც რთულ ვითარებაშია, მკვეთრს ვერაფერს მოიმოქმედებს. ჩემი აზრით, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს, საქართველომ, დასავლეთელ მოკავშირეებთან ერთად, მხარი უნდა დაუჭიროს და გააგრძელოს არა დე ფაქტო ხელისუფლებებთან, არამედ იქ მცხოვრებ ხალხთან მუშაობა", - აღნიშნავს მიტჩელი.
ცნობისთვის, ლინკოლნ მიტჩელი 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი იყო. მიტჩელი სხვადასხვა დროს მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო კამპანიების პოლიტიკურ მრჩევლად ნიუ-იორკში. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იყო კოალიცია "ქართული ოცნების" მრჩეველი.
ipress.ge

No comments:
Post a Comment