იტალიაში ვულკან ვეზუვის სიახლოვეს ხანძრის გამო, ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილზე
მობილიზებულები არიან მეხანძრეები, რომლებიც აქტიური კერების ლიკვიდაციას
ცდილობენ. ვულკანიდან თავზე კვამლი 2 კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდა. მისი
დანახვა ნეაპოლის მოსახლობასაც შეეძლო.
ვეზუვის
ეროვნულ პარკთან ერთად ხანძარი კამპანიას რეგიონის სხვა ნაწილებში
მძვინვარებს. ხელისუფლების ცნობით ხანძრის კერების ჩაქრობას 600-ზე მეტი
მეხანძრე ცდილობს. საგანაგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ
ვეზუვსთან სიტუაცია კრიტიკულია.
აღსანიშნავია, რომ ვეზუვის სიახლოვეს მყოფი ტურისტების ევაკუაცია ამ კვირაში უკვე მეორედ გახდა საჭირო.
1tv.ge
No comments:
Post a Comment