Tuesday, July 11, 2017

ქარელის სამ სოფელში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა

ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ იონჩასთან - ქარელის რაიონის სამ სოფელში - კნოლევი, ცერონისი და ავლევი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა.
საზოგადოებრივის კორესპონდენტის ცნობით, ფაქტს ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ავლევში ნოდარ კოკილაშვილი ადასტურებს.
საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთზე ე.წ. მანიშნებელი ერთი წლის წინ დამონტაჟდა. ე.წ. ბანერებიდან დაახლოებით ას მეტრში რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment