სერიალ „ექიმი ჰაუსის“ ამერიკელი ვარსკვლავი შარლინ იი როკ მუსიკოს მერლინ მენსონს შოუზე მუშაობის პედიოდში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მსახიობი Twitter-ში წერს.
მსახიობი ამბობს, რომ ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე „ექიმის ჰაუსის“ ბოლო სეზონი.
„ის მოვიდა „ექიმის ჰაუსის“ ბოლო სეზონის გადასაღებ მოედანზე. რადგან იყო შოუს დიდი ფანი. ის შოუს მონაწილე ყველა ქალს სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა. მომღერალი ეკითხებოდა მათ, ქონდათ თუ არა სურვილი გამოეცადათ სხვადსხვა სახის პოზები“. ამბობს შარლინ იი.
მსახიობი იმედოვნებს, რომ მერლინ მენსონს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.
ამერიკაში ბოლო პერიოდში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მსახიობების,პოლიტიკოსების და სხვა ცნობილი სახეების სექსუალური ძალადობის შესახებ.
ჰოლივუდში მოხდარმა სექსუალურმა სკანდალმა პრაქტიკულად წერტილი დაუსვამსახიობ კევინ სპეისის და ჰარვი ვაინშტეინის კარიერას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment