Saturday, February 17, 2018

მატარებელი, რომელიც რელსებიდან გადავიდა უკვე ბაკურიანისკენ მოძრაობს

ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. მატარებელი რომელიც რელსებიდან გადავიდა უკვე ბაკურიანისკენ მოძრაობს და იქიდან მარშრუტს უკვე გრაფიკის შესაბამისად შეასრულებს. მიზეზი სავარაუდოდ ლიანდაგის გაგანიერება ან ღერძის დაზიანება გახდა,ზუსტ მიზეზს მოგვიანებით დაადგენენ.
დაზიანებული მონაკვეთი რკინიგზის თანამშრომლებმა უკვე შეისწავლეს.მატარებელში 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ყველა მგზავრი, მათი სურვილის მიხედვით, ბორჯომსა და ბაკურიანში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაიყვანეს.
მატარებელი ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან რამდენიმე საათის წინ გადავიდა,.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment