Saturday, October 27, 2018

7 რამ, რაც ბავშვებს უსაფრთხოების შესახებ უნდა ვასწავლოთ

მშობლების უმრავლესობა ძალიან ღელავს იმაზე, რომ სამყარო უამრავი საშიშროებითაა სავსე და ამ ყველაფრის წინაშე ბავშვები ხშირად დაუცველები არიან. სამწუხაროდ, ჩვენს შვილებს ყველა საფრთხეს ვერ ავარიდებთ, მაგრამ მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ თქვენი ყურადღება შვიდ მთავარ საკითხზე გავამახვილოთ, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.

1. ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე და სიტუაციებზეესაუბრეთ ბავშვებს ისეთ სიტუაციებზე, რომლებშიც ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობდნენ და თუ თქვენი საუბარი ბავშვისთვის შიშის მომგვრელი აღმოჩნდება, დეტალურად განიხილეთ ეს სიტუაცია. არ დაგავიწყდეთ, რომ სიტუაციიდან თავის დაღწევის ყველაზე უმტკივნეულო გზებიც ასწავლოთ.

მაგალითად, ესაუბრეთ ბავშვს, როგორ მოიქცევა, თუ აღმოაჩენს, რომ სუპერმარკეტში დაიკარგა. ეცადეთ, ზედმეტად არ შეაშინოთ და გაუღვივეთ შეგრძნება, რომ ნებისმიერ საშიშროებასთან გამკლავება შეიძლება.

2. ნუ დაუმალავთ, რომ ყველა ადამიანი კარგი არააბავშვებს ბუნებრივად უჭირთ უცნობი ადამიანების საფრთხედ აღქმა. თუ ეტყვით, რომ უცნობები საშიშები არიან, ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველა ნაცნობი სანდოა, რაც სიმართლე არაა. უთხარით: "როგორც წესი, ადამიანები კეთილები არიან, მაგრამ ზოგიერთი ასეთი არაა. ჩემი საქმეა, რომ მათგან დაგიცვა". როცა ბავშვი წამოიზრდება, დაამატეთ, რომ საკუთარ თავს თვითონაც უნდა გაუფრთხილდეს.

3. შეახსენეთ, რომ უცნობებს არ უნდა ენდონ

ბავშვები რაც უფრო მეტად იზრდებიან, უცნობ გარემოში და უცნობი ადამიანების გარემოცვაში ყოფნაც უფრო ხშირად უწევთ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ მათ ხშირად შევახსენებთ, რომ უცნობ ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდონ. ერთად განიხილეთ ხერხები, რომლის მეშვეობითაც უცნობებმა მათთან დაახლოება შეიძლება სცადონ - ტკბილეულით გამასპინძლება ან მანქანით სადმე გასეირნება.
რა თქმა უნდა, ბავშვების უსაფუძვლოდ შეშინება არ არის აუცილებელი, უბრალოდ დარწმუნდით, თქვენ მიერ ოჯახში შემოღებული მარტივი წესები, რომ უცნობს არსად არ უნდა გაჰყვე, კარი არ უნდა გაუღო და სასურველია არც გამოელაპარაკო - ახსოვთ და ასრულებენ კიდეც.

4. მოუყევით იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ინტერნეტის გამოყენებას თან ახლავსმიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ინტერნეტის გამოყენებაში ცუდი არაფერია, არსებობს მედლის მეორე მხარეც, როდესაც გამოუცდელი და შესაბამისად დაუცველი ბავშვები დიდი საფრთხის წინაშე დგებიან.

ამიტომ, სანამ ბავშვს პირველი სმარტფონით ან კომპიუტერით გაახარებთ და ინტერნეტის გამოყენების უფლებასაც მისცემთ, აუხსენით, რომ გარკვეული საფრთხეები ვირტუალურ სამყაროშიც არსებობს. უთხარით, რომ არ შეიძლება უცნობ ადამიანებთან საუბარი, ან მათთვის პირადი მონაცემებისა და საცხოვრებელი ადგილის გამხელა.

5. გააკეთეთ სხვადასხვა სიტუაციის ინსცენირებადარწმუნდით, რომ ბავშვს შეუძლია "არა"-ს თქმა უცნობებისა და ნაცნობებისთვის. გაითამაშეთ სხვადასხვა სცენარი, სადაც სხვა ადამიანები არიან ჩართულები. როგორ უნდა მოიქცეს, თუ მეზობელი, რომელსაც კარგად არ იცნობს, სახლში საჭმელად ეპატიჟება? ან როცა ნათესავი კოცნისა და ჩახუტების თხოვნებით აწუხებს?

6. აუხსენით განსხვავება "კარგ" და "ცუდ შეხებას" შორისაუხსენით ბავშვს, რომ არავის აქვს უფლება, მას შეხებით თავი ცუდად აგრძნობინოს. განუმარტეთ, რომ ეს განსაკუთრებით "საცურაო კოსტიუმის" მიერ დაფარულ ნაწილებს ეხება. სთხოვეთ, თოჯინაზე გაჩვენოთ, რომელია შეხებისთვის მისაღები და მიუღებელი ადგილები.

7. დაეხმარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაშიკარგი იქნება, თუ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე დავეხმარებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში. დარწმუნდით, რომ ზეპირად ახსოვთ სახლის ტელეფონისა და მშობლების მობილურის ნომრები. ასწავლეთ სახლის ზუსტი მისამართი და სხვადასხვა დროს გამოკითხეთ ხოლმე.

ეს ის მინიმუმია, რაც ბავშვების უსაფრთხოებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ზედმეტად დაშინების გარეშე.
დამატებით გაითვალისწინეთ:
  • არ დაელაპარაკოთ ბავშვის თანდასწრებით პირდაპირ სხვა ბავშვს, თუ ჯერ მის მშობელს არ მიმართავთ, თორემ ბავშვი იფიქრებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ მასთან პირდაპირ საუბრის დაწყება.
  • იმის მიუხედავად, რამდენად ლამაზი გეჩვენებათ, მაქსიმალურად მოერიდეთ ბავშვის სახელის დაწერას მის ნივთებზე, ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე. უცნობმა ადამიანმა მას შეიძლება პირდაპირ სახელით მიმართოს და ბავშვს მის მიმართ ნდობა გაუჩნდება.
  • არ აიძულოთ ბავშვს, ჩაეხუტოს ვინმეს, თუნდაც ნათესავებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ვალდებულები არ არიან, ვინმეს აკოცონ ან მოეფერონ, თუ ეს არ უნდათ.
  • on.ge

No comments:

Post a Comment