Thursday, October 25, 2018

ჩელსის“ ყიდვას ჩეხი მილიარდერი აპირებს

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“შესაძლოა ჩეხეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა შეიძინოს. გამოცემა Tyden.cz-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა კლუბი შესაძლოა ბიზნესმენ პეტრ კელნერს მიჰყიდოს. მხარეებს შორის მოლაპარაკება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება.
კელნერი, რომლის ქონებაც 15,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, აბრამოვიჩის მეგობარია და მასთან ერთად „ჩელსის“ თამაშებს ხშირად ესწრება.
აბრამოვიჩმა ლონდონური კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი 2003 წელს 140 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, მას კლუბის გაყიდვა 3 მილიონ გირვანქა სტერლინგად სურს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment