Wednesday, October 24, 2018

ქუთაისის ყინულის მოედნისთვის სპეციალური დანადგარის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ქალაქის ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის (ჩილერი) საყიდლად ტენდერი გამოაცხადა.
ქუთაისის ბიუჯეტიდან აგრეგატის შეძენის მიზნით 218 ათას ლარამდე დაიხარჯება. ტენდერი 24 ოქტომბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2 ნოემბრიდან დაიწყება და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორც სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ამბობს, ყინულის მოედანზე აგრეგატი რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მისი ყიდვა გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. 
"აგრეგატი საქართველოში არ იყიდება ამიტომ შემსყიდველმა კომპანიამ უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან. ქუთაისის მერიის მიერ იქნა მოძიებული შესაბამისი თანხები და დღეს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ყინულის მოედნის დახურვის შესახებ, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქში აუცილებლად იქნება ყინულის მოედანი და ამას გავრცელებული დეზინფორმაციები ხელს ვერ შეუშლის"-თქვა კობა ფხაკაძემ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment