Thursday, October 25, 2018

ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგები წარადგინა.
კვლევა ჩატარდა 15 ოქტომბერი - 21 ოქტომბრის პერიოდში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. გამოიკითხა 2200 რესპოდენტი. კვლევის შედეგები 95%-იანი საიმედოობა აქვს, ცდომილების ფარგლები 3%-ია.
კვლევის შედეგებით, გამოკითხული ადამიანების 30% სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, გრიგოლ ვაშაძეს - 11%, დავით ბაქრაძეს - 10%, სხვა კანდიდატები 7%. კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას გამოკითხულთა 42%.
შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აჩვენებს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:
სალომე ზურაბიშვილი - 54%;
გრიგოლ ვაშაძე - 18%;
დავით ბაქრაძე - 16;
სხვა კანდიდატები - 12%.
პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს ოცნება პარტიის კამპანიის წარმოებისას იყენებს. 
კვლევა "ფსიქო-პროექტმა" ჩაატარა.
18 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხული რესპოდენტების 27% უჭერდა მხარს. 
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
imedinewss.ge

No comments:

Post a Comment