Friday, October 26, 2018

Apple-ის ახალი ამბების აპლიკაციას 90 მილიონი მკითხველი ჰყავს

Apple News-ს 90 მილიონი რეგულარული მკითხველი ჰყავს. ამის შესახებ The News York Times-ი წერს.
როგორც Apple News-ის მთავარი რედაქტორი ლორენ კერნი განმარტავს, აპლიკაციის პოპულარობა პროცესებში ადამიანის მეტი ჩართულობითა და კომპიუტერული ალგორითმის ნაკლები გამოყენებითაა განპირობებული. 
რაც არ უნდა იყოს, 90 მილიონი რეგულარული მკითხველი Apple-ს გრძელვადიანი გეგმების დასახვაში დაეხმარება. ვრცელდება ჭორებიც, რომ შესაძლოა კომპანიამ აპლიკაციას ფასიანი სერვისიც დაამატოს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment