Saturday, October 27, 2018

ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე შეკრებილების განცხადებით, სარალიძე არის სისტემის მსხვერპლი. ორგანიზატორებმა დაფაც გამოიტანეს, სადაც გამვლელებს საკუთარი აზრის დაწერის საშუალება აქვთ.
"სახლემწფო უნდა დაფიქრდეს, როდესაც უკანონობას სთესავ იმ უკანონობის მსხვერპლი თვითონაც შეიძლება გახდეს,"- განაცხადა ასლან ჭანიძემ.
გუშინ პოლიციელზე თავდასხმისთვის ზაზა სარალიძე დააკავეს. სარალიძე ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment