Friday, October 26, 2018

Microsoft-მა GitHub-ი შეიძინა

GitHub-ი უკვე Microsoft-ის მფლობელობაშია. 7,5 მილიარდ დოლარიანი გარიგების პროცესი, რომელმაც რამდენიმე თვეს გასტანა დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ დასრულდა. ამის შესახებ Engadget-ი წერს
GitHub-ის გენერალური დირექტორი ნეტ ფრიდმანი გამოქვეყნებულ ბლოგში განმარტავს, რომ GitHub-ი მისი მეპატრონისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. 
ჯერ კიდევ 2015 წელს GitHub-ის საბაზრო ღირებულება $2 მილიარდი იყო. 2018 წელს კი კომპანიიის ღირებულებამ $5 მილიარდს გადააჭარბა. 
Microsoft-ი GitHub-ის სერვისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. პლატფორმა მთლიანობაში 28 მილიონ დეველოპერს აერთიანებს.
GitHub - Git რეპოზიტორიუმის ვებ-დაფუძნებული კვანძის სერვისი, რომელიც ვერსიის კონტროლის და პროგრამის კოდის კონტროლის საშუალებას იძლევა. GitHub-ს აქვს დამატებული შესაძლებლობები როგორიცაა Wiki, დავალებების მართვა, შეცდომების მიდევნება და შესაძლებლობების მოთხოვნა ყოველ პროექტზე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment