Wednesday, October 24, 2018

თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
newpots.ge

No comments:

Post a Comment