Monday, October 29, 2018

ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა. მან ორი ადგილი მოიგო და მსოფლიოს 22-ე ჩოგანი გახდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
მართალია ბასილაშვილი გასულ კვირას ვენის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-8 ჩოგანთან, კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 6:7(6), 3:6 დამარცხდა, ის წინსვლას მაინც განაგრძობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის „მასტერში“ დღეიდან ჩაებმება. ის პირველი წრის მატჩს, ავსტრალიელი ჯონ მილმენის წინააღმდეგ, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment