Thursday, October 25, 2018

მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო აუდიოჩანაწერი გავრცელდა

დღეს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრანული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.
„საუბრის დროს თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით ლაპარაკობს მთელ ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს“, - წერია ვებგვერდზე.
აუდიჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის ლაპარაკია საქართველოში არჩევნების წინ მობილიზებაზე. 
„ - გვარამია ხო არ გამოჩენილა? ხო არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?

- ძაან სწორი აზრზეა, ძაან კარგად არის. უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს.    ამიტომ ჩვენ, ერთადერთი ნიშა ჩვენი არიო რადიკალიზაცია საზოგადოების

- მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვევს ქაოსს რა

- აი როგორი იცი? ნამდვილად იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი ნახავ თუ არა

- კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. მარა, ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის, თბილისის middle-class-ისთვის და უნდა ვისწავლოთ ასევე ინტერნეტ-სეგმენტის გამოყენება.

- ზუსტად ეგრეა

- ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის middle class-ის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს Self made ბიზნესები თბილისის ცენტრში.

- ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა.

- და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ. 

- არა. ეს არის „ავანტყოფი“ ერია რა. ეს არის... ამათ სანამ არ დააჯ...ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუტ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა

- ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ეხლა რატომ იქნება...

- მაგათი დედა მოვ...ან მე ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მოვ...ან „პროსტა“. ვინ არიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი „პროსტა“ აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ... სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება...

- ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. არიან რაღაცა... ეს არჩევნები კიდე უფრო დააბნევთ იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ. ისა რა ქვია...

- იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე? არა! „პროსტა“ აი ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. „პროსტა“, “Simple as that”. Simple as that.

- ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას.“
imedinews.ge

No comments:

Post a Comment