Saturday, October 27, 2018

გერმანელები ქართული კერძების რიგში - ხინკალი, მწვადი და ჩურჩხელები ჰამბურგის ცენტრალურ ქუჩაზე

სამ­ზა­რე­უ­ლო უცხო ქვე­ყა­ნა­ში, შენი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა - თუ ერთხელ რო­მე­ლი­მე კერ­ძის გე­მომ აღაფრ­თო­ვა­ნათ, ის არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ და შანსს არ გა­უშ­ვე­ბენ ხე­ლი­დან, ისევ და­ა­გე­მოვ­ნონ. ამის შე­სა­ხებ კარ­გად იცის 27 წლის ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უკვე 3 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. მას და მის ოთხ მე­გო­ბარს 1 წლის წინ და­ე­ბა­დათ იდეა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თა პა­ტა­რა გუნ­დი შექ­მნეს.
ნი­კუ­შას პრო­ფე­სია გას­ტრო­ნო­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თუმ­ცა, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით ხუ­თი­ვე მე­გო­ბარს გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვი­ტეს, “ჰამ­ბურ­გის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი” ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც 400 ადა­მი­ან­ზე იქ­ნე­ბო­და გათ­ვლი­ლი.საკ­მა­ოდ დიდი ხანი დაგ­ვჭირ­და და­სა­ხე­ლე­ბის მო­ფიქ­რე­ბის­თვის. არ გვინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ბა­ნა­ლუ­რი და უკვე არ­სე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა. ასე­ვე, ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მოდ­გე­ნას ევ­რო­პუ­ლი კუ­თხით, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე. შე­ვიკ­რი­ბეთ ხუთი მე­გო­ბა­რი (4 ქარ­თვე­ლი და ერთი ავ­სტრი­ე­ლი) და ვი­პო­ვეთ სა­სურ­ვე­ლი ლო­კა­ცია, რო­მე­ლიც ვი­ქი­რა­ვეთ ერთი დღით. ამ ყვე­ლა­ფერს წინ უძღო­და დიდი მზა­დე­ბა, რე­ცეპ­ტე­ბის და­ტესტვა, ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და ა.შ”,- აღ­ნიშ­ნა ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
რო­დე­საც შე­ამ­ჩნი­ეს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და მათ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ამ­დენ სტუ­მარს ვერ და­ი­ტევ­და, ყვე­ლა სხვა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია გა­ა­უქ­მეს და კერ­ძე­ბის მზა­დე­ბას მშვი­დად შე­უდ­გნენ.ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მო­ამ­ზა­დეს, თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით 700-მდე ხინ­კლის, 50-მდე აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის, ფხა­ლე­უ­ლი­სა და ბად­რიჯ­ნის, 100 ცალი ჩურ­ჩხე­ლი­სა და და­ახ­ლო­ე­ბით, 30 კი­ლოგ­რა­მი მწვა­დის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ნა­ვა­რა­უ­დევ­ზე სამ­ჯერ მეტი სტუ­მა­რი მი­ვი­და და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად რიგ­ში ჩად­გა.რო­გორც ნი­კუ­შა იხ­სე­ნებს, მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი სტუმ­რე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვარს ეყო და ნა­წი­ლი ამის გამო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლიც დარ­ჩა. ღო­ნის­ძი­ე­ბამ იმ­დე­ნად დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, რომ ქუჩა, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლი ეწყო­ბო­და, ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30% გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი იყოფეს­ტი­ვა­ლი 16:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 21:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და, რად­გან ასეთ­მა დიდ­მა რიგ­მა ქუ­ჩა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ა­წუ­ხა და მას­პინ­ძელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სთხო­ვეს, ღო­ნის­ძი­ე­ბა მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ მო­მა­ვალ­ში უფრო დიდი სივ­რცე გვჭირ­დე­ბა,” - აღ­ნიშ­ნა ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.
რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ნი­კუ­შა იხ­სე­ნებს, რომ ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გამო სამ­ზა­რე­უ­ლო­დან გას­ვლას თით­ქმის ვერ ახერ­ხებ­და, თუმ­ცა მის ყუ­რამ­დე აღ­წევ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ კერ­ძე­ბი მოს­წონ­დათ და თუ ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ ერთხელ ჩა­ტარ­დე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ეს­წრე­ბი­ან.სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მე­გობ­რებ­მა მო­მა­ვალ წელს ფეს­ტი­ვა­ლის კი­დევ ერთხელ ჩა­ტა­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს და ამას­თან, სურთ, რეს­ტო­რა­ნი გახ­სნან, სა­დაც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
“გვინ­და, პო­ტენ­ცი­უ­რი სპონ­სო­რე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ, რად­გან ვფიქ­რობთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. რეს­ტორ­ნის კონ­ცეფ­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა და არა პოსტსაბ­ჭო­თა”, - აღ­ნიშ­ნა ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment