Saturday, October 27, 2018

გერმანიაში ავტობუსის ყველაზე „სევდიანი“ გაჩერება მოეწყო

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, მოხუცთა სახლის მახლობლად ავტობუსის გაჩერება მოეწყო, სადაც ავტობუსი არასდროს გაჩერდება. ის დემენციით დაავადებული მოხუცებისთვის არის განკუთვნილი. აქ მათ შეეძლებათ დაელოდონ ტრანსპორტს მანამ, სანამ არ დაავიწყდებათ, სად აპირებდნენ წასვლას. ამის შესახებ DW წერს.
მოხუცთა სახლის პერსონალს ხშირად ესმის მობინადრეებისგან, რომ მაღაზიაში სჭირდებათ წასვლა. ამით მოხუცები გამოხატავენ შფოთს, რომ უწინდებურად ვეღარ ცხოვრობენ.
ადგილობრივმა სატრანსპორტო კომპანიამ მათი დახმარება გადაწყვიტა და ყალბი გაჩერება მოაწყო, სადაც მოხუცებს, როგორც წესი, ორ წუთში ავიწყდებათ, რომ სადღაც მიდიოდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment