Tuesday, October 23, 2018

"ამბობენ, წინა ცხოვრების გადმონაშთიაო, - მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა" - რას ჰყვება სალომე ჭაჭუა პარტნიორზე

ე­გაპ­რო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მისი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, იგი­ვე როს­ტო იყო, მერე და მერე, სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე იყ­ვნენ - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, ანა­ტო­ლი ბო­ი­სა, ზურა გორ­გა­ძე, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია და ახლა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე "ჩემ­მა მზემ".
ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს შოუ შენ გა­რე­შე-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, "მე ასე ვერ ვი­ტყო­დი, ძა­ლი­ა­ნაც წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა­ღა, ალ­ბათ, ამ პრო­ექტს რა­ღაც ელ­ფერს მეც ვმა­ტებ, ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა და ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია. რა სჯო­ბია იმას, როცა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის­გან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმის სტი­მულს მაძ­ლევს, რომ ერთ ად­გი­ლას არას­დროს გავ­ჩერ­დე", - გვე­უბ­ნე­ბა მო­ცეკ­ვა­ვე, რო­მე­ლიც მარ­თლაც უზო­მოდ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს მა­ყუ­რე­ბელს, რის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან უყ­ვარს და მის ცეკ­ვას ყო­ველ­თვის მარ­თლაც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან.
"კი, ვერ უარ­ვყოფ, მე­ლო­დე­ბი­ან და ხში­რად უთ­ქვამთ, სხვა­ნა­ი­რი ხარ და სხვა­ნა­ი­რად ცეკ­ვავ, სცე­ნა­ზე შენი სხვა­ნა­ი­რი გარ­დაქ­მნა ხდე­ბაო. ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი, რაც ამას შე­იძ­ლე­ბა მო­ვუ­ძებ­ნო, ისაა, რომ ცეკ­ვი­სას თვი­თონ დიდ სი­ა­მო­ვე­ბას გან­ვიც­დი, რად­გა­ნაც იმ წუ­თებ­ში ცეკ­ვას ვქმნი და ალ­ბათ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე მი­დის. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ამის­კენ მი­ილ­ტვის, - სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად წარ­მო­ად­გი­ნოს და იპო­ვოს კი­დეც სცე­ნა­ზე", - ამ­ბობს სა­ლო­მე.
- ამ სე­ზონ­ზე ვფიქ­რობ, რომ ცეკ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­სას მე­ტად არ­ტის­ტუ­ლი ხარ, ვიდ­რე აქამ­დე იყა­ვი...ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რი კომ­პლი­მენ­ტია, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რაც კი სცე­ნა­ზე ვმდგარ­ვარ, ვცეკ­ვავ და ამ სფე­რო­ში ვარ, არას­დროს გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ყო­ველ წელს ვვი­თარ­დე­ბი, ვეს­წრე­ბი მას­ტერკლა­სებს, უცხო­ეთ­ში მყავს მწვრთნე­ლე­ბი, სა­დაც ამ ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ, ვე­უფ­ლე­ბი. ერთ დღე­საც არ მივ­ცე­მი­ვარ სიმ­შვი­დეს, - უი, კარგ მო­ცეკ­ვა­ვედ მთვლი­ან და არა­ფერს აღარ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ყო­ველ დღე, ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვარ. მოკ­ლედ, ვმუ­შა­ობ მწვრთნე­ლებ­თან, ფსი­ქო­ლო­გებ­თან.თუ პარტნი­ო­რი მხარს არ გი­ბამს, მა­შინ რა ხდე­ბა?
- ასე­თი ჩემს შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის არ ხდე­ბა. წელ­საც ისე და­ემ­თხვა, რომ პარტნი­ო­რი მხარს მი­ბამს, ერ­თმა­ნეთს სცე­ნა­ზე კარ­გად ვიც­ნობთ და ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი გან­ცდა და გრძნო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სცე­ნა­ზე ერთი მთლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, ამ ცეკ­ვებ­ში ასეა, მარ­ტო არ ვარ - ერთ კონ­კრე­ტულს ორი­ვე ვქმნით, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მივა მა­ყუ­რებ­ლამ­დე და ისიც აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობს ჩვენს ემო­ცი­ას.
- გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი მარ­თლაც კარ­გად ცეკ­ვავს, რა­ტომ­ღაც მა­ყუ­რე­ბე­ლი მის­გან ამას თით­ქოს არ ელო­და. ბევ­რი კი მის ცეკ­ვას იმით ხსნის, რომ ის ადრე ეუფ­ლე­ბო­და მას.
- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცეკ­ვა­ზე ყვე­ლა და­დი­ო­და, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი პა­ტა­რა­ო­ბა­ში ცეკ­ვას სწავ­ლობ­და, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. ჩვე­ნი სფე­რო ყო­ველ წელს ვი­თა­დე­ბა, წინ მი­დის, რთულ­დე­ბა, თან, 2018 წელი ამ ჟანრ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ზე­ნი­ტშია, ყვე­ლა­ფე­რი ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას ითხოვს. მხო­ლოდ ორი-სამი "ჩა-ჩა-ჩა" ვი­ცეკ­ვეთ და მორ­ჩა, ასე არ არის. ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი უნდა იყოს, მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­სა­გე­ბი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ცეკ­ვა­ვე სცე­ნი­დან რა ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, რო­გო­რი მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა, რით­მუ­ლო­ბაა და ამ ყვე­ლაფ­რის რო­გო­რი შერ­წყმა ხდე­ბა. წუთ-ნა­ხე­ვარ­ში მთე­ლი ის­ტო­რია გა­სა­გებ ენა­ზე უნდა გად­მოს­ცეს, რომ ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდე. სცე­ნა­ზე გას­ვლა ჩემ­თვის გან­ვი­თა­რე­ბას, სწავ­ლას ნიშ­ნავს.
- გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე "ჩემ­მა მზემ" თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით, მე­ტყვე­ლე­ბით არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. პრო­ექ­ტამ­დე იც­ნობ­დი მას?
- ვი­ცო­დი ვინ იყო, მაგ­რამ მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი, სიღ­რმი­სე­უ­ლად და­ვი­ნა­ხე. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი, უზო­მოდ კე­თილ­შო­ბი­ლია და ჩემ­თვის ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.
- მკაც­რი პე­და­გო­გი ხარ მის­თვის?
- მკაც­რი კი არა, მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, არც ჩემს თავს არც სხვას არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას, ზე­რე­ლე იყოს. რო­გორც სა­კუ­თარ თავს ვთხოვ, ასე­ვე ვთხოვ მე­წყვი­ლეს. სცე­ნა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე არ უნდა იყოს მოშ­ვე­ბუ­ლი.ნო­ბი­ლია, რომ სა­კუ­თარ სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებ­თან პი­რა­დად მუ­შა­ობ, ყვე­ლას პერ­სო­ნა­ლუ­რად ამე­ცა­დი­ნებ.
- წელს ჩემი სტუ­დია 5 წლის ხდე­ბა, რა თქმა უნდა, ამ ხნის მან­ძილ­ზე, ჩემს ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ერ­თად პა­ტა­რა აღ­საზ­რდე­ლებს პი­რა­დად ვა­მე­ცა­დი­ნებ. მომ­თხოვ­ნი ვარ, სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ეს გარ­და­უ­ვა­ლია. დიახ, რო­გორც მე მინ­და, გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე სცე­ნა­ზე, ზუს­ტად ისე­ვე მინ­და, იყ­ვნენ ისი­ნიც. ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან უმ­ცრო­სე­ბი თუ უფ­რო­სე­ბი. ჩემ­თან სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ო­ბა არ გა­მო­დის, უნდა წა­მომ­ყვნენ! დიახ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შრო­მა, თუ შრო­მა გიყ­ვარს და გსი­ა­მოვ­ნებს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მერე როცა ბევ­რი ვარ­ჯი­შის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბას და­ი­წყებ, აი, ეგ უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა! ასეა, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში. ბევ­რი ვარ­ჯი­შით, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში ასეა და მხო­ლოდ ასეთ დროს მი­დი­ხარ სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე.
კი­თხვა­ზე, თუ რა მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბამ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, პა­სუ­ხობს:"გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ასეთ ემო­ცი­ებს არ ვე­ლო­დი. რაც პო­პუ­ლა­რო­ბამ მარ­თლა მო­მი­ტა­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბაა. მათ­გან დიდ სით­ბოს, პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ და ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის, სი­ტყვე­ბით რთუ­ლი გად­მო­სა­ცე­მია. მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვგრძნობ და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბი, მით უფრო მა­შინ, როცა უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ვარ.
ხოლო თუ რას ფიქ­რობ­და, რო­დე­საც თა­ვად იყო პა­ტა­რა, ამ­ბობს: "რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­ვე­ლად ვნა­ხე ცეკ­ვე­ბი, არ ვიცი, იმ წამს რა მოხ­და, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რომ ის იყო "ჩემი". სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე, რაც ადა­მი­ა­ნის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. ვი­საც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია აქვს და ამით ბედ­ნი­ე­რია, მათ­გან ერთ-ერთი მეც ვარ ასე­თი იღ­ბლი­ა­ნიც - სა­კუ­თა­რი თა­ვიც ვი­პო­ვე და პრო­ფე­სი­აც, რი­თაც, ვი­მე­ო­რებ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. ჩემი საქ­მის ფა­ნა­ტი­კო­სი ვარ. თუმ­ცა ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი საქ­მით ასე­თი ცნო­ბი­ლი გავ­ხდე­ბო­დი.ის სა­ხა­სი­ა­თო ლექ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შენ რო­გორ მოგ­მარ­თავს?
- მისი ხში­რი ფრა­ზე­ბია: "მშვე­ნი­ე­რო", "ჩემ­მა მზემ" - და მეც ასე მომ­მარ­თავს. ხან­და­ხან ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, წინა ცხოვ­რე­ბის გად­მო­ნაშ­თია. მე ვი­ტყო­დი, რომ მან უბ­რა­ლოდ იცის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, ქალი სულ სხვაგ­ვა­რად ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მან­დი­ლო­სანს ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და და სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.
- რო­გორ ფიქ­რობ, გა­ი­მარ­ჯვებს "გი­ლი­გა"?
- "გი­ლი­გას" დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს რომ გა­ი­მარ­ჯვოს, ვნა­ხოთ, ჯერ და­სა­წყი­სია.
ambebi.ge

1 comment:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete