Thursday, October 25, 2018

დევიდ შვიმერი ბრიტანელ ქურდს შეადარეს

ბრიტანული ქალაქის ბლეკპულის პოლიციამ 24 ოქტომბერს Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა მოეძებნათ ქურდობაში ეჭვმიტანილი პირი. პოსტს თან ახლდა კაცის ფოტო, რომელსაც ლუდის ყუთი ეჭირა. ფოტოზე აღბეჭდილი პირი ინტერნეტის მომხმარებლებმა ამერიკელ მსახიობს დევიდ შვიმერს მიამსგავსეს, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ტელესერიალ „მეგობრებში“ როს გელერის როლითპოლიციის პოსტს დაახლოებით 110 ათასი ზიარი ჰქონდა და ამის შესახებ ინფორმაციამ მსახიობამდეც მიაღწია. მან გადაწყვიტა, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. „ოფიცრებო გეფიცებით ეს მე არ ვიყავი. როგორც ხედავთ, მე ამ დროს ნიუ-იორკში ვიყავი“, - დაწერა შვიმერმა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ლუდის ყუთით ხელში მაღაზიაში დადის.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში    

No comments:

Post a Comment