Tuesday, October 23, 2018

HTC-მა პირველი ბლოკჩეინ სმარტფონი წარადგინა

კომპანია HTC-მ პირველი ბლოკჩეინ სმარტფონი Exodus 1 წარადგინა. კომპანიამ მობილურის შეძენაზე წინასწარი შეკვეთების გაფორმება უკვე დაიწყო. ინფორმაციას The Verge-ი ავრცელებს. 
პირველ ბლოკჩეინ სმარტფონს 6-დიუმიანი QUAD HD+ ეკრანი აქვს. მასში ჩაყენებულია Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 845. მობილურის ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტი, ხოლო შიდა მეხსირება 128 გიგაბაიტია. ელემენტის მოცულობა 3500 mAh არის. 
რაც შეეხება სმარტფონის კამერებს - წინა (ფრონტალური) კამერა 1-მოდულიანია, 8 მეგაპიქსელით; ძირითადი კამერა კი 2-მოდულიანია: 16 და 12-მეგაპიქსელიანი. 
Exodus 1-ში ე.წ. კრიპტოყულაბაა ჩაშენებული, რომელიც OC Android-ისგან დამოუკიდებლად მუშაობს. თავად სმარტფონის ყიდვაც მხოლოდ კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი, ფასი კი დაახლოებით 960 დოლარის ეკვივალენტი კრიპტოვალუტაშია.
სმარტფონი მსოფლიოს 34 ქვეყანასა და რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის: აშშ, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ნორვეგია და ევროპის სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ სმარტფონი ხელმისაწვდომი არ იქნება ჩინეთში. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment