Monday, October 29, 2018

ცესკომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა. დათვლილია 3 703 უბნის მონაცემები.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
სალომე ზურაბიშვილი 38.63%;
გრიგოლ ვაშაძე 37.74%;
დავით ბაქრაძე 10.97%;
შალვა ნათელაშვილი 3.75%;
დავით უსუფაშვილი 2.26%;
ზურაბ ჯაფარიძე 2.26%;
კახა კუკავა 1.33%.
ჟვანიას თქმით, არჩევნებმა საქართველოში, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიიღო, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია.არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ესაა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment