Tuesday, October 30, 2018

სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 5,6% იყო, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0%-ით განისაზღვრა.
ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტია. საქსტატის მონაცემებით, იანვარში ზრდა - 4.4%, თებერვალში - 5.5%, მარტში - 5.6%, აპრილში - 6.5%, მაისში - 7.5%, ივნისში - 4%, ივლისში - 4.6% აგვისტოში კი -2% იყო.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა იყო დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment