Thursday, October 25, 2018

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება

პროფესიულ პროგრამებზე 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე ტესტირება 4 ნოემბერს 09:00 საათიდან დაიწყება, რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 3 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით.
ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.ge
სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში არსებული 5 853 ვაკანტური ადგილის დაკავებას წელს 10 850 აბიტურიენტი შეეცდება. საქართველოში ამ ეტაპზე 39 სახელმწიფო და 44 კერძო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment