Wednesday, October 24, 2018

ძიუდოს ფედერაციის არჩევნებზე კანდიდატურა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა

ძიუდოს ფედერაციის არჩევნების ოფიციალურ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა. 
კანდიდატურები ასევე მოხსნეს დავით ხახალეიშვილმა, დავით ხახუტაშვილმა და გიორგი ალექსიძემ, შედეგად კი მხხოლოდ ერთ კანდიდატი დარჩა გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანია.
მანამდე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონებმა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 
სპორტსმენების განცხადებით, არც ქევხიშვილი და არც ათაბეგიშვილი სპორტსმენებს არ შეხვედრიან და მათი გეგმების შესახებ არ უსაუბრიათ, ამიტომ დღეს დაგეგმილი კენჭისყრა არალეგიტიმურია. მათივე თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არჩევნები უნდა გადადებულიყო, თუმცა გუშინ საღამოს მოულოდნელად გაიგეს, რომ კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.
თუ არჩევნები არ გადაიდება და სპორტსმენებისთვის არასასურველი პირი გახდება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტსმენები პროტესტის ახალ ტალღას აანონსებენ. 
ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment