Friday, October 26, 2018

ბიძინა ივანიშვილი: ასეთი იოლიც არაა ჩემი ლიკვიდაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას საუბრის სავარაუდო ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილის ლიკვიდაციაზეა საუბარი. მისი თქმით, ოპონენტები მის მოკვლას ვერ შეძლებენ. 
„ისინი რომ ამაზე წამსვლელები არიან, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგათ მაგის „საჯდომი არ აქვთ“. ასეთი იოლიც არაა ჩემი ლიკვიდაცია, - რაზეც გვარამია ოცნებობს. მათ ძალა მაშინ ჰქონდათ, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ და მთელი სახელმწიფო ბერკეტები და ინსტრუმენტები მათ ხელში იყო. მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, კლავდნენ. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ?
არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ“ - თქვა ივანიშვილმა. 
25 ოქტომბერს ვებგვერდზე, რომელსაც უკრანული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.
მალევე ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია გამოეხმაურნენ. 
სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერს საქართველოს პროკურატურა შეისწავლის.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment